ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, მაიკლ გალერი X-ზე წერს, რომ დროა საქართველოში სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც რეპრესიებზეა პასუხისმგებელი.
„დროა საქართველოში სანქციები დაუწესდეს ყველას, ვინც პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებზეა პასუხისმგებელი. სიაში პირველ ადგილას უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი - ამ "რეორიენტაციის" ნათლიმამა”, - წერს მაიკლ გალერი.