საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიის მიერ საპროტესტო აქციების დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების სიის გავრცელებას ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარია, თუმცა პირად ანგარიშსწორებაში არ უნდა გადაიზარდოს.
„ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან.
ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არ უნდა არავითარ შემთხვევაში გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში ! ამან პირიქით დროებით კონსოლიდაცია შეიძლება გამოიწვიოს.
სამართლიანი სასამართლოს დრო ისედაც მოდის!“ - წერს პრეზიდენტი.