აშშ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.
"აშშ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროთ მათ, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას", - წერს მეთიუ მილერი.