უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ „სანქციების გადაწყვეტილების“ მომზადების შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ მან საღამოს მიმართვაში ისაუბრა. და როდესაც მოსკოვი აქებს ამ ხელისუფლებას საქართველოში, ეს ნათლად განსაზღვრავს, ვისთვის მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ საპროტესტო აქციებს.
„[სიტუაცია]საქართველოში, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ერთი ხალხის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა - როგორ უბიძგებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ.
ეს უბრალოდ სამარცხვინოა, თუ რაზეც ისინი ახლა მიდიან თავიანთი ხალხის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არ კეთდება საქართველოსთვის. და როცა მოსკოვში აქებენ საქართველოს ამ ხელისუფლებას, ეს მკაფიოდ უსვამს ხაზს, ვისზე მუშაობენ ისინი ახლა თბილისში და ვისთვის არბევენ პროტესტებს. ჩვენ ვამზადებთ ჩვენს სამართლებრივ პასუხს და ვმუშაობთ ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ქმედებებზე. გავეცი დავალება შესაბამისი სასანქციო გადაწყვეტილებების მომზადებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.