დღეს ნახეთ ახალი ხარისხი იმ ავტორიტარიზმის, რომლის გამოვლინებაც იყო პარტიების ოფისებში ჩხრეკა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციური კოალიციების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეში ხელახალი არჩევნებით აუცილებლად დაბრუნდება.
„დღეს ნახეთ ახალი ხარისხი იმ ავტორიტარიზმის, რომლის გამოვლინებაც იყო პარტიების ოფისებში ჩხრეკა, მათ შორის აქტივისტების სახლებში და ის უკანონობა რაც ნახე პირდაპირ ეთერში. ძალიან კარგად იცით, რომ ეს აქციები ხალხის მიერ არის ორგანიზებული... ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ქვეყანას კონსტიტუციურ სივრცეში ხელახალი არჩევნებით და პასუხს გავცემთ... თითოეული მოქალაქის დაცვა იქნება ჩვენი ინტერესი“, - თეონა აქუბარდია.