რამდენიმე ტომარა შეიტანეს და რა ნივთებია იმ ტომრებში ეგეც არ ვიცით, შემდეგ ჩვენს საოფისე ნივთებთან ერთად გარეთ გამოიტანეს და დატვირთეს თავიანთ მოყვანილ სატვირთო მანქანაში. ასეთ უკანონო, უსამართლო ცხოვრებაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის ოფისის ჩხრეკასთან დაკავშირებით.
„რამდენიმე ტომარა შეიტანეს და რა ნივთებია იმ ტომრებში ეგეც არ ვიცით, რამდენიმე ასეთი ტომარა შეიტანეს და შემდეგ ჩვენს საოფისე ნივთებთან ერთად გარეთ გამოიტანეს და დატვირთეს თავიანთ მოყვანილ სატვირთო მანქანაში. ასეთ უკანონო, უსამართლო ცხოვრებაში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ამათი უკანონო ქმედებების საბაბი ის არის, რომ ხალხის წინააღმდეგობა არ ტყდება, პროტესტი არ ჩერდება, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში. ვერ მოიფიქრეს ახლა როგორ გაანელონ, როგორ მოახერხონ ის, რომ რაღაცნაირად მინელდეს ეს პროცესი და რაც მოიფიქრეს ხედავთ, ყველანაირი დარღვევით, არანაირი სასამართლოს განჩინება მათ არ ჰქონდათ, ასე ბანდიტურად მოიჭრნენ ჩვენს ოფისში და იმას აკეთებენ, რასაც თქვენ ხედავთ პირდაპირ ეთერში.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.