ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მწერალთა სახლის ხელმძღვანელის, ქეთი დუმბაძის შვილი, ნოდარ მაჭარაშვილი მწერალ ტორესა მოსის ფიზიკურად გაუსწორდა.
ვიდეოს სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარია ავრცელებს.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ჯობა კი სოციალურ ქსელში წერს:
„ქეთი დუმბაძემ სადამსჯელო რაზმად ქართველ მწერლებს საკუთარი კრიმინალი, ძველი ბიჭო შვილი ნოდარ მაჭარაშვილი ძმაკაცთან ერთად დაახვედრა მწერალთა სახლში, რომელიც საქმეს ურჩევდა მწერლებს და ტორესა მოსს ფიზიკურად გაუსწორდა", - წერს გვანცა ჯობავა.