ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიების ენითაღუწერელი ტალღა, რომელსაც დღეს ასრულებენ უკანონოდ. ჩვენ თუ არ გავიმარჯვებთ, ყველას სათითაოდ მოგვადგებიან, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შეჭრასთან დაკავშირებით
„ქვეყანაში დაწყებულია პოლიტიკური რეპრესიების ენითაღუწერელი ტალღა, რომელსაც დღეს ასრულებენ უკანონოდ. სამართლებრივად რომ განვმარტო - პირველ რიგში სასამართლო განჩინება უნდა წარედგინათ უფლებამოსილი პირისთვის, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ამ შენობის მესაკუთრე, ან იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ოფიციალურად გაფორმებული აქვს ქირავნობის ხელშეკრულება. როდესაც პარტიის თავმჯდომარე აქ მოვიდა, მას უარი უთხრეს შესაბამისი განჩინების ჩვენებაზე, თუ რის საფუძველზე ხდება ჩხრეკა და არსებობს თუ არა იდეაში ასეთი განჩინება, რადგან არ ვართ დარწმუნებულები, რომ აქვთ. შიგნოთ არიან ჩვენი მეგობრები, რომლებსაც აშკარად აქვთ ტელეფონები ჩამორთმეული, რადგან ჩხრეკამდე ყველა იყო კონტაქტზე, ახლა არცერთი მათგანი არ არის კონტაქტზე, არ იმყოფება იურისტი შიგნით და არ აძლევენ ადამიანებს საშუალებას მინიმუმ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით თუ ჩვენი რამდენი თანამებრძოლია შიგნით. აქედან გამომდინარე, ამატებენ და ამატებენ საპოლიციო რესურსებს, სამართლებრივადაც ყველა ფორმა არის უგულებელყოფილი, ელემენტარული დემოკრატიული სტანდარტი რაც არის, რასაც ავტორიტარულ სახელმწიფოებშიც იცავენ, რომ ამ დროს მაინც დაიცვან წესი, აშკარად ეს არის ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები, ჯერ რაც მოხდა ბესიკის ქუჩაზე, მერე რაც მოხდა „გირჩი-დროას“ ოფისში. ერთი რამე მინდა ვთქვა, ჩვენ თუ არ გავიმარჯვებთ, ყველას მოგვადგებიან, ყველას სათითაოდ მოგვადგებიან“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.