გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და წერს, რომ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურშიც დაუდასტურეს.
მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში არ აზუსტებენ მისი გადაწყვეტილების მიზეზს.
"4 დეკემბერს 12:00 საათზე მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ ინტერვიუზე კიმბერლი ლოუსთან, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში", - როდესაც ეს ინფორმაცია არ დასტურდება, - აღნიშნავს გამოცემა.