ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სესიის რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს "რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების" რატიფიცირების საკითხი.
"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ე.წ. პარლამენტმა საინვესტიცი შეთანხმება ხმათა უმრავლესობით უარყო.
სხდომას ე.წ. 23 დეპუტატი ესწრებოდა.
ე.წ. პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ თვითგამოცხადებულმა დეპუტატმა კან კვარჩიამ მიმართა. მისი თქმით, ეს შეთანხმება იყო "აფხაზეთის დამონების მცდელობა".
შეთანხმებას 30 ოქტომბერს მოაწერეს ხელი მოსკოვში, რასაც მასობრივი საპროტესტო ტალღა და აფხაზეთის თვითგამოცხადებულირ რეპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ არჩევნებში 2025 წლის 15 თებერვალსაა დაგეგმილი. ბჟანია აცხადებს, რომ აპირებს "არჩევნებში" მონაწილეობის მიღებას.