ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბანკებისგან "ნანუკას ფონდის" ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"შემატყობინეს, რომ სუს-მა ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.
აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ", - წერს ის.
"ნანუკას ფონდი" საქველმოქმედო ფონდია, რომელიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, აგროვებს შემოწირულობებს, რათა დაეხმაროს აქციის მონაწილეებს სხვადასხვა საშუალებებით, აღჭურვილობითა და ჯარიმების გადასახდელად.