2024 წლის 2 დეკემბერს, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიჭშვილსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ამ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.
ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ამასთან, გამოიხატა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას.
მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.