ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა საქართველოს და ევროკავშირის დროშები გაშალეს. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აგრძელებენ.
„მოქალაქეები ერთიანები არიან და იბრძვიან ევროპული მომავლისთვის. მეხუთე დღე მიმდინარეობს პროტესტი, რომელიც არ დასრულდება”,- ამბობენ აქციის მოანწილეები.
დემონსტრანტები აჭარის მთავრობის სახლთან მისვლას, ასევე ქალაქის ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.