თბილისის კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს.
"გადადგით ნაბიჯი თქვენი სკოლის კურსდამთავრებულებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდებისა და კონსტიტუციის მხარდასაჭერად!
ჩვენ, ხელმომწერები, კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები, ვთხოვთ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს, გადამწყვეტ მომენტში გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოს მომავლისთვის და დადგნენ ჩვენს გვერდით", - წერია სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების პეტიციაში.
კომაროვის სკოლის გარდა, დღეს სასწავლო პროცესი შეწყვეტილია სხვა კერძო და საჯარო სკოლებშიც.
"ნიუტონის თავისუფალმა სკოლა" 2 დეკემბერს არ იმუშავებს.
ამავე დღეს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა "მწვანე სკოლამაც".
სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამაც.
1 დეკემბერს UG სკოლამ დაწერა ოფიციალური განცხადება, რომელშიც, პედაგოგების გაფიცვიდან გამომდინარე, ორი დღით სასწავლო პროცესის შეწყვეტა გამოაცხადა.
მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა ასევე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში.
გაფიცულია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაც და სხვა სასწავლო დაწესებულებები.
ფოტო: რადიო თავისუფლება