ქართული მხარე ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული ქართველების სიის გადმოგზავნას უარყოფს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ის შიდა ქართლის სამხარეო სამართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა, გუშინ სეპარატისტებმა მხოლოდ ორი დაკავებული ქართველის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"სეპარატისტები გუშინ დაგვიკავშირდნენ და ორ დაკავებული ქართველის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს. აღნიშნულ საკითზე მათ დღესაც დაურეკეთ, თუმცა გვითხრეს, რომ დასვენების დღეა და ხვალ დავკავშირებოდით", - აღნიშნა ჯუღელმა.
მისი თქმით, ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმმს სხვა დაკავებული ქართველების შესახებ მათთვის არც სია არ გადმოუგზავნიათ და არც სიტყვიერად უცნობებიათ.
შეგახსენებთ, რომ ოსმა სეპარატისტებმა ე. წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 14-იდან 18 იანვრის პერიოდში საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს.
სეპარატისტების ინფორმაციით, ცხინვალის ე. წ. რაიონულმა სასამართლომ მათი გააძევების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა რადგან მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ ჰოქნდათ ჯემალ იარდალაშვილს, კახი სამხარაძეს, რამაზ თოკაძეს, ილია სალამაშვილს, თამაზ ხარაზიშვილს და სერგო აბასაძეს მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებენ, რაც მათი იდენტობის შესახებ საქართველოს შს სამინისტროდან ოფიციალურ დადასტურებას მიიღებენ.
"საქართველოს შს სამინისტროს გეგზავნა მოთხოვნა წინადადებით წარმოადგინონ დოკუმენტები, რომლებიც დაკავებულების ვინაობას და მოქალაქეობას დაადასტურებს. საქართველოდან პასუხი არ არის. სანამ დაკავებული ადამიანების ვინაობა და მოქალაქეობა არ დადასტურდება ისინი პატიმრობაში დარჩებიან", _ აცხადებენ სეპარატისტები.