ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ტელეფონით ესაუბრნენ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, კოშტამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმობილია საქართველოს მთავრობის ქმედებები მომიტინგეთა წინააღმდეგ.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე კაია კალასთან ერთად.
ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდში დგას", - წერია განცხადებაში.