გიჟი მამიდა სალომე ბოდავს, რომ სკამს არ თმობს, რადგან არჩევნებს არ აღიარებს.
ამისთვის ხალხს ფანრების ბოძებზე კიდებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram-ზე წერს.
„საქართველოში არის მორიგი „ფერადი („ვარდების“, „ნარინჯისფერი“ და ა.შ.) რევოლუციის მცდელობა“.
ქუჩაში ხალხის ნაწილი ყვირის, ანგრევს და ცეცხლს უკიდებს ყველაფერს. მეორე ნაწილი დუმს.
საქართველოს ვადაგასული „პრეზიდენტი“, ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგი სტუდენტი, გიჟი მამიდა სალომე ბოდავს, რომ სკამს არ დათმობს, რადგან არჩევნებს არ აღიარებს.
ადრე ამისთვის ხალხს ფანრების ბოძებზე კიდებდნენ. ახლა ჰუმანური დროა. ესეც ჩაივლის.
ზოგადად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გადაიჩეხოს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში, აიძულონ არჩევანი გააკეთოს ერთი მხრივ, თავხედურ ევროკავშირს, ნატო-სა და პინდოსტანს და მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის.
მოკლედ, მეზობლები უკრაინის გზაზე სწრაფად მოძრაობენ ბნელ უფსკრულში. ეს ჩვეულებრივ ძალიან ცუდად მთავრდება“, - წერს მედვედევი.