საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში X-ზე წერს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას. ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს აღნიშნული გადაწყვეტილება.