საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მზად არის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მივიდეს და ინტერვიუ მისცეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.
"მადლობელი უნდა ვიყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომელიც იმედი მაქვს ჩქარ-ჩქარა დაიბრუნებს თავის ნამდვილ როლს, რომელიც არის, რომ ემსახუროს საზოგადოებას და რომელიც მას დავიწყებული ჰქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ასეთი ცოცხალია დღეს. ის ნამდვილად იმსახურებს, რომ ჰქონდეს ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ღირსია ასეთი საზოგადოების.
მე მინდა აქვე გამოვაცხადო ის, რაც არ მომხდარა უკვე ძალიან დიდი ხანია, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიშვებდნენ. მე მზად ვარ, რომ სპეციალური ინტერვიუ მივცე საზოგადოებრივ მაუწყებელს და მგონი ეს სწორიც იქნება, რადგან პრეზიდენტი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთად უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოებას და მის ინფორმირებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.