ვაფრთხილებთ, აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ უმკაცრეს ზომებს, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
"ბოლო დღეებში ფაქტობრივად ყველა ვხედავთ, მათ შორის საზოგადოება და თქვენც, რომ გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, მთელ ქალაქში გადაწვეს, დაამტვრიეს სხვადასხვა ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა და პოლიცია მზადაა იმისთვის, რომ აღკვეთოს მსგავსი ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთავთ და ყველა იმ პირს ვაფრთხილებთ, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შსს მიიღებს უმკაცრეს ზომებს"- თქვა სირაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იდენტიფიცირებული იქნებიან თუ არა ის პოლიციელები, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობენ, სირაძემ ასე უპასუხა:
"ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება, იქნება ეს პოლიციელი თუ მოქალაქე, მივიღებთ შესაბამის ზომებს"- თქვა სირაძემ.