ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს მთავრობის დაშორების გამო, - ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესის 2028 წლამდე შეჩერებას X-ზე ეხმიანება.
“ვწუხვართ ევროკავშირისგან და მისი ღირებულებებისგან საქართველოს მთავრობის დაშორების გამო.
ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.
ევროკავშირის კარი ღია რჩება.
საქართველოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე საქართველოს მთავრობის ხელშია”, - წერს ფონ დერ ლაიენი.