ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩსი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა, კვლავ დავუდასტურე ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული მომავლის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროპული ინტეგრაცია, ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებასა და კონსტიტუციას“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი.