ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არამარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ, - პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირს მიმართავს.
„როგორც ხედავთ, მამაცი ქართველი ახალგაზრდები საქართველოს ქუჩებში იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, რომლისაც სჯერათ და უძლებენ რეჟიმის ძალადობრივ დარბევას. ეს ახალგაზრდები ყველაფერს რისკავენ ევროპული ღირებულებებისთვის - თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირსებისთვის. თუმცა გრძნობენ, რომ მათ ბრძოლას დუმილით ხვდებიან.
ამ ახალგაზრდებისთვის ევროკავშირი მხოლოდ იდეა არ არის. ეს მათი ხსნაა - უკეთესი, თავისუფალი და დემოკრატიული მომავლის იმედი.
თქვენი ხმა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე პოზიცია არამარტო ძალას მისცემს ამ ახალგაზრდებს, არამედ დაამტკიცებს, რომ ევროპა დგას მათ გვერდით, ვინც იბრძვის ევროკავშირის ღირებულებებისთვის, თუნდაც დიდი პირადი რისკის ქვეშ.
მოგმართავთ, აჩვენეთ ამ მამაც ხალხს, რომ ევროკავშირს ესმის მათი ხმა და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ბრძოლას!“ - აცხადებს გიორგი გახარია.