ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე ეხმიანება.
“ჩვენ ქართველი ხალხის, და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ. ვგმობთ დემონსტრანტებზე ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პრტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე.
ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება.” - წერს კაია კალასი.