ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ქართულ ენაზე დაწერილი პოსტით ეხმიანება.
„შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში, სადაც გარეთ გამოსულმა უამრავმა მოქალაქემ აიმაღლა ხმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის. ნიდერლანდები გმობს ამ მიუღებელ ძალადობას. ქართველი ხალხი ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმსახურებს“, - წერს კასპარ ველდკამპი.