აქციაზე დაკავებულები ადვოკატმა იზოლატორში მოინახულა. მისი განცხადებით, ისინი შემაძრწუნებელ ამბებს ყვებიან.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, აფურთხებდნენ, აგინებდნენ.
„დაკავებულები ყვებიან და ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, რომ მას მოექცნენ არაადამიანურად და თავს გრძნობს დამცირებულად, რადგან ერთია, როდესაც ის შეათრიეს უკან, ე.წ. კრიმინალი სამართალდამრღვევები მას უსწორდებოდნენ ფიზიკურად. რამდენიმე ადამიანი უსწორდებოდა მას ფიზიკურად, წრეში ჰყავდათ, ურტამდნენ და არა მხოლოდ მირტყამდნენ, არამედ სახეში მაფურთხებდნენო, მეუბნებოდნენ, პირი გააღე და დედის მიმართულებით მაგინებდნენო. მე ერთადერთი იმას ვცდილობდი, რომ თვალზე ხელები ამეფარებინა და როდესაც დაიღალნენო, ერთ-ერთი კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი მოვიდა და გამიყვანესო".- ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
გასულ ღამეს დაკავებულთა რაოდენობის შესახებ შსს-ს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.