ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა.
იუკნევიჩიანე მიიჩნევს, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად, საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან ძალადობა უნდა შეაჩეროს, პრემიერი ირაკლი კობახიძე, შსს-ს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა გადადგნენ.
“ყველა პასუხისმგებელმა ქართველმა - მათაც კი, ვინც მმართველ პარტიაში, "ქართულ ოცნებაში" არიან, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - და დემოკრატიული ევროპული საქართველოს მეგობრების საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის შესახებ.
პირველი ნაბიჯები უნდა იყოს:
საქართველოს ხელისუფლების დაუყოვნებლივი გადაწყვეტილება, რომ პოლიცია და სპეცრაზმის ძალადობა შეჩერდეს;
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დაუყოვნებლივი გადადგომა;
ეროვნული ერთობის დროებითი ტექნოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბება, ამ პროცესს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა გაუძღვეს;
ევროკავშირის ხელმძღვანელობით ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომდგენლებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სისასტიკის დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება;
EU-სა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მხრიდან მყისიერი ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და მათ წინააღმდეგ, ვინც სისასტიკის დანაშაულებზე პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი;
ქართული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც სამ თვეში ჩატარდება და რომლის ორგანიზებაც საერთაშორისო საზოგადოებიდან დემოკრატიული პარტნიორების დახმარებით უნდა მოხდეს;
ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირებისთვის პოლიტიკური მომზადება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ;
საქართველოში სახიფათო პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისას, საერთაშორისო პარტნიორებისა და EU-ს წარმომადგენლების მხრიდან მოლაპარაკებებსა და ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის და სამოქალაქო საზოგადოებაში შეთანხმების მიღწევაში დახმარება”, - აღნიშნულია X-ზე გავრცე;ებულ განცხადებაში.