პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წინ გადაინაცვლეს. მათ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
მანამდე, რუსთაველის გამზირზე პოლიციურმა ძალებმა აქციის მონაწილეების დარბევა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დილის შვიდი საათიდან დაიწყეს.
ამ დროსაითვის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალები არ ჩანან, ისინი რესპუბლიკის მოედანზე არიან განთავსებულები.