ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს.
აკადემიური პერსონალი აცხადებს, რომ კატეგორიულად ემიჯნება საქართველოს კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.
ამასთან, ისინი თსუ-ის აკადემიურ საბჭოს შესაბამისი განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
"კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.
ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას.
მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამ დროისთვის, განცხადებას 182 პროფესორ-მასწავლებელი აწერს ხელს.