რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას პირველი არხის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე დაშავდა.
პირველი არხის ინფორმაციიტ, ირაკლი გედენიძე „თბილისი მარიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდა, რა დროსაც დაზიანება მიიღო. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში.
ირაკლი გედენიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დახმარება გაუწია. მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და აქციაზე მუშაობას აგრძელებს.