პარლამენტთან ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რამდენიმე წუთის წინ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
შსს აცხადებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა