საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორების შეჩერებას ეხმიანება.
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. ახლა ისე ნათელია, როგორც არასდროს, რომ მათ მიერ შერჩეული კურსი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - რუსეთისკენ”, - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.