ესტონეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სალომე ზურაბიშვილს ესტონელმა კოლეგამ ალან კარისმა გამძლეობა უსურვა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ესტონეთის ურყევი მხარდაჭერა კვლავ დაადასტურა.
„ესტონეთი ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებებისადმი, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას. მე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო საუბრის დროს გამძლეობა ვუსურვე", - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.