ხვალ ჩემთან შეიკრიბება საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პროცესს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვისას.
"მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი და ლეგიტიმური ინსტიტუტი რაც დარჩა ქვეყანაში, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ იმისთვის რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთის მხრივ და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ ნაწილს პროცესის, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, სადაც ხართ ამ საზოგადოებაში." განაცხადა პრეზიდენტმა.