პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, რომ მას შეუძლია საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ
“პრეზიდენტის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, რომ მას შეუძლია საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ახლა. მათ შორის ძალიან აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ამ კრიტიკულ ფაზაში იმისთვის, რომ მუდმივად გვქონდეს ჩვენს თანამოქალაქეებთან, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად დგას რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ გადაარჩინოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ახლა ნამდვილად არის ერთიანი ფრონტის და ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა თუ ერთეული პოლიტიკოსი და ბუნებრივია პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში, რომელიც მართლა მთავარი მედროშე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, მაქსიმალურად ვმუშაობდეთ ერთად ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად ყოველგვარი პათეტიკის გარეშე დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საკითხი.ეს არის ეგზისტენციალური მომენტი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის და ჩვენი ქვეყნის მთავარსარდლის როლი, რომელმაც აიღო ევროპის დროშა ხელში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ერთ დროს მეც დიპლომატი ვიყავი, ვმსახურობდი დიპლომატიურ სამსახურში ჩვენი ქვეყნის სახელით და ეს ნამდვილად და ეს ნამდვილად საამაყო იყო ჩემთვის და ვარ წარმომიდგენია მემსახურა ისეთ მთავრობაში, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ამ ქვეყანას ევროპული მომავალი არ აქვს, ამიტომ მივესალმები ამ ადამიანების გადაწყვეტილებას და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შეუძლია, რომ ადამიანმა მიიღოს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.