მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭიმია ხარებამ - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
„მარიამ გაფრინდაშვილი ღიად დასაჯა კაციჭიმია ხარებამ, ღიად, ხაზგასმულად და შეგნებულად პირდაპირ ეთერში. უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს საქართველოს ერთერთ ყველაზე საუკეთესო რეპორტიორს და ყველას გვაყურებინეს. რიტუალური ანგარიშსწორებაა, ფაქტიურად”, - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მძიმედ დაშავდა. ის ინგორაყვას კლინიკაშია გადაყვანილი.