ქართველო ხალხო, თუ დაიცავთ თქვენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს, თქვენ გადაარჩენთ ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.
„ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დაიცავთ თქვენს თავისუფლებას და ევროპულ არჩევანს დღეს, თქვენ გადაარჩენთ ხვალინდელ დღეს ტრანსატლანტიკურ დასავლეთში. თუ დღეს შეგეშინდება ბრძოლის, ეს ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს დასასრული და ძალიან რუსული წარსულის დასაწყისი იქნება“, – წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში.