სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობასა საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება.
"საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიების ეზოები, აფთიაქები, რობოკოპები აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რათა ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავონ ისინი... რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები" - წერს სალომე ზურაბიშვილი.