საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, ამ ეტაპზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია 16 დაკავებულის შესახებ შევიდა.
"აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში" - წერს TI.
ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, "აქციაზე პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ".
ფოტო: რადიო თავისუფლება