საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმელებთან მივიდა და ნიღბიანებთან გასაუბრების მცდელობა ჰქონდა.
"რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს" - მიმართა პრეზიდენტმა მათ.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლებს სამშობლოს წინაშე დადებული ფიხი შეახსენა:
„თქვენი მოვალეობაა დაიცვათ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები, თქვენი მოვალეობა რა არის?! - დაშლოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს, ფიცი ვის წინაშე დადეთ?
მაინტერესებს პასუხი, თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენ მომავალზე არ ფიქრობთ, არც ქვეყნის , არც შვილების, არც წინაპრებზე არ ფიქრობთ. ვის ემსახურებით? რატომ, რის გულისთვის, რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?"- თქვა პრეზიდენტმა.