“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს წაართვა ევროპული მომავალი.
"ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს", "ბრძოლა ბოლომდე", "არ დავთმობთ ევროპულ მომავალს", “გამოდით”, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ფოტო: "პუბლიკა"