არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დღეს საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განცხადება.
ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს დაესვა წერტილი ევროპიდან რუსეთისკენ მსვლელობას
„დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია უკვე რამდენიმე კვირა, თუ თვე. დღეს დაესვა წერტილი ევროპიდან რუსეთისკენ მსვლელობას. ყველას, ვისაც ჰქონდა ეჭვი, რომ შეიძლება არა, შეიძლება მაინც სხვა ახსნა არის, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა დღეს. დღეს გამოაცხადა ამ არარსებულმა, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს და მომავალს. ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა და არც მისი მომავალი, გარდა რუსეთში", - განაცხადა პრეზიდენტმა.