რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს წყვეტენ.
ამ გამოსვლის შემდეგ, მალევე დაანონსდა საპროტესტო გამოსვლები.
მოქალაქეები თვითდინებით პარლამენტის, "ქართული ოცნების" ოფისისა და პრეზიდენტის სასახლესთან იკრიბებიან, სადაც ამ დროისათვის პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.