ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე ეხმიანება "ქართული ოცნების" განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით.
ევროპარლამენტარი წერს, რომ ივანიშვილის გუნდმა, რომელიც 12 წლის განმავლობაში კრემლის პოლიტიკას ემსახურებოდა, ნიღბები საბოლოოდ ჩამოიხსნა.
“ნიღბები საბოლოოდ ჩამოხსნილია. 12 წლის განმავლობაში ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ეწეოდნენ კრემლის პოლიტიკას, უგულებელყოფდნენ ევროკავშირისა და ნატოს მისწრაფებებს. მაგრამ რას ფიქრობს ქართველი ხალხი? მათ ნამდვილად სურთ რუსეთთან დარჩენა?" - წერს იუკნევიჩიენე.