გაოცებული ვარ იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება თავის პოზიციას იცავს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პიტინმა განაცხადა.
„როდესაც საქართველოში დაიწყო მოვლენები, გულწრფელად ვუყურებდი ამ ყველაფერს, მათთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა, მაგრამ მე უბრალოდ გაოცებული დავრჩი მათი სიმამაცით და ხასიათით, რომლითაც ხელისუფლება თავის პოზიციას იცავს, არც ახლ შევაფასებ ამ პოზიციას“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.