სალომე ზურაბიშვილს მთელი აქვს ისტორიული მისია და უნარი, რომ ეს როლი შეასრულოს როგორც ქვეყნის შიგნით - საზოგადოების გამთლიანებაში, გაერთიანებაში, პოლიტიკური სპექტრის მათ შორის,
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
შეხვედრს შემდეგ ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის მთავარსარდალთან კონსულტაცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და სტრატეგიულ ამოცანებზე გაიარა.
„მე მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილს მთელი ამ კრიზისის განმავლობაში აქვს ისტორიული მისია და უნარი, რომ ეს როლი შეასრულოს როგორც ქვეყნის შიგნით - საზოგადოების გამთლიანებაში, გაერთიანებაში, პოლიტიკური სპექტრის მათ შორის, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს რა კონკრეტულ ფორმებს შეიძენს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე უბრალოდ საუბარი მინდოდა პოლიტიკურ პროცესზე, კონსულტაცია გვქონდა. ყველა მიმართულებით ვიმსჯელეთ, რაც ჩვენი სტრატეგიული ამოცანებია. ეს არის არაღიარება, ამ ხელისუფლების დელეგიტიმაცია", - ამბობს ელენე ხოშტარია.