კოალიცია "ძლიერი საქართველოს' ლიდერები ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტი კოალიციასთან ერთად მსჯელობს "შემდეგი ნაბიჯების შესახებ", ხოლო სალომე ზურაბიშვილს, შეუძლია "გამაერთიანების" როლი ითამაშოს.
"ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხება ჩვენს ერთობას, მე ვგულისხმობ საზოგადოების გამთლიანებას - იმას, თუ როგორ მშვიდობიანად გავუწიოთ წინააღმდეგობა იმ უმსგავსობას, რომელსაც ქართული ოცნება სჩადის.
აი, ამაზე ვსაუბრობთ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ წამოწყებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილის მონაწილეობა.
პირდაპირ გეტყვით, მე ვხედავ მის [სალომე ზურაბიშვილის] როლს, როგორც გამაერთიანებლის როლს, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე - მას შეუძლია ითამაშოს გამაერთიანებლის როლი და პრეზიდენტი ზურაბიშვილი მსჯელობს ჩვენთან ერთად რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები.
ის ფიქრობს თავის გეგმებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები პრეზიდენტ ზურაბიშვილთან". - თქვა ჯაფარიძემ.