ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება.
"[ირაკლი ღარიბაშვილი] კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ ის არ იქნება იმიტომ, რომ გუნდი სხვაზე ჯერდება, მათ შორის, არც კოკო გამსახურდიაზე" - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მედიაში გავრცელა ინფორმაცია, რომ "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილს ან კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავენ.
საქართველოს ახალ პრეზიდენტს 300 ხმოსანი 14 დეკემბერს აირჩევს. ამასთან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.