მინდა, პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოგვცა საშუალება, ასე თამამად, ამაყად ვთქვათ, ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არასდროს გვექნება შიში, რომ ჩვენი მოქმედების ეს მთავარი ღერძი რაღაც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„პირიქით როდესაც ლაპარაკობდნენ, რომ „დიახ, ცალ ფეხზე უნდა დავდგეთ, თუ ევროპა გვეტყვის“, ჩვენ გვაქვს მყარი საშუალება, რომ, ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ. ასე დაიწყო 2011-2012 წლებიდან და ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციაში ვიდრე არ იქნებიან ეროვნული ძალები, მანამდე იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და მანამდე იზრუნებენ ქართული ოცნების ასრულებაზე.
„რაც შეიძლება ჩქარა და მალე ჩვენ გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ასე რომ, პერსონალურად ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ასე თამამად და ამაყად ვლაპარაკობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.