მე-11 მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ:
აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - რატი იონათამიშვილი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - გივი მიქანაძე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ირაკლი ზარქუა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ლევან მახაშვილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ალექსანდრე ტაბატაძე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - გიორგი კახიანი
კულტურის კომიტეტი - გიორგი გაბუნია
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - დავით მათიკაშვილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - პაატა კვიჟინაძე
სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ზაზა ლომინაძე